05 მაისი 2024,   17:57
ვრცლად
მოლაპარაკებების გზით მიღწეული მშვიდობა უკეთესია, ვიდრე გაუთავებელი ომი - რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ ამერიკულ ტელეკომპანია CBS News-თან ინტერვიუში უკრაინასა და ღაზის სექტორში მიმდინარე ომის ფონზე მსოფლიოში მშვიდობისკენ მოუწოდა.

“[მივმართავ] ომში მყოფ ქვეყნებს, ყველა მათგანს: გთხოვთ, შეაჩერეთ ომი. მოიძიეთ მოლაპარაკებები, მშვიდობა“, - აღნიშნა რომის პაპმა.

რომის პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გზით მიღწეული მშვიდობა უკეთესია, ვიდრე გაუთავებელი ომი.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრას უკრაინაში დამანგრეველი შედეგები აქვს უკრაინელი ბავშვებისთვის.

დღის ამბები