05 მაისი 2024,   18:57
ვრცლად
ვლადიმერ პუტინს შეუძლია, უკრაინაში დაწყებული ომი ხუთ წუთში დაასრულოს - რადოსლავ სიკორსკი

ვლადიმერ პუტინს შეუძლია, უკრაინაში დაწყებული ომი ხუთ წუთში დაასრულოს, რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან ერთი სატელეფონო ზარით, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ სეიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ერთ-ერთმა პოლონელმა პარლამენტარმა ჰკითხა სიკორსკის, აქვს თუ არა პოლონეთს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების სცენარები.

"დიახ, ეს შეიძლება, მოხდეს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ე.წ. მშვიდობის ფორმულის შესაბამისად",- განაცხადა სიკორსკიმ.

ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია ომის დასრულება ხუთ წუთში, ერთი სატელეფონო ზარით შოიგუსთან სიტყვებით "ჩვენ გაგვყავს ჯარები უკრაინიდან“.

"სამწუხაროდ, უკრაინა ომს ერთი სატელეფონო ზარით ვერ დაასრულებს, ეს არის დიდი განსხვავება", – განაცხადა სიკორსკიმ.

სეიმში სიტყვით გამოსვლისას სიკორსკიმ აღნიშნა, რომ რუსი ლიდერები და პროპაგანდისტები ცდილობენ პოლონეთსა და უკრაინელებს შორის კონფლიქტის პროვოცირებას.

დღის ამბები