17 მაისი 2024,   04:17
ვრცლად
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ტელემაუწყებლებს 8-თვიანი ვადა ექნებათ, რათა გადაცემებში პროდუქტების განთავსება თუ რეკლამების გაშვება წესების დაცვით შეძლონ

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ტელემაუწყებლებს 8-თვიანი ვადა ექნებათ, რათა გადაცემებში პროდუქტების განთავსება თუ რეკლამების გაშვება წესების დაცვით შეძლონ. ამ პერიოდის განმავლობაში, ტელემაუწყებლები დარღვევებისთვის არ დაჯარიმდებიან. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროკავშირის მედია ექსპერტებისა და მარეგულირებელი კომისიის კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ გადაცემებში ხშირად ირღვევა კანონით გათვალისწინებული ნორმები. კომუნიკაციების კომისიამ დღეს კვლევის დეტალები და გადაწყვეტილება, ტელევიზიებს, არასამთავრობოებსა და ექსპერტებს გააცნო.

"დღევანდელი კონფერენცია ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის სარეკლამო ბაზრის გამოწვევები, კერძოდ კი პროდუქტის განთავსების მიმართულებით არსებული პრობლემები და დარღვევები, რომლებიც ფაქტობრივად დღევანდელ საქართველოში სამაუწყებლო ეთერში ყოველდღიურად გვხვდება და აღნიშნული დარღვევით მნიშვნელოვნად ზიანდება მაყურებელი და მაყურებლის ინტერესი, მაგრამ ამავე დროს ზიანდება ასევე მაუწყებელი და მაუწყებლის ინტერესი. გარდამავალი პერიოდის შემდგომ იმედი გვაქვს, რომ გამოსწორდება ბაზარზე ეს სიტუაცია და საქართველო გახდება უკვე საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყანა,“ - აცხადებს კომუნიკაციების კომისიის წევრი ივანე მახარაძე.

დღის ამბები