22 დეკემბერი 2024,   20:42
ვრცლად
დაკავებულია 63 პირი - შსს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, 60-ზე მეტი პირი დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 63 პირი დააკავეს", - აღნიშნა დარახველიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, განვითარებული მოვლენებისას, დაშავებულია 6 სამართალდამცველი.

უწყების განცხადებას სრულად გაეცანით ამ ბმულზე

დღის ამბები