08 სექტემბერი 2024,   03:30
ვრცლად
"ახლა უნდა დაემთავრებინათ სკოლა, ბოლო ზარი უნდა ჰქონოდათ" - რას ჰყვებიან ადგილობრივები სვანეთში გაუჩინარებულ ახალგაზრდებზე

სვანეთში ძებნა-შველის ოპერაცია თითქმის 24 საათია გრძელდება - დღის განმავლობაში, მდინარე ნაკრაში მიაგნეს ავტომობილს, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, თუმცა, სამი მოზარდის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ავარია სვანეთში გუშინ საღამოს მოხდა.

"ჭუბერში იყო მაისობა და იქიდან ბრუნდებოდნენ. ახლა უნდა დაემთავრებინათ სკოლა, ბოლო ზარი უნდა ყოფილიყო 18-ში. მთელი სოფელი და სამაშველო მთელი ღამე ეძებდნენ, დაიარეს აქ ყველაფერი. საბურავი ნახეს, [მანქანის] ამოყვანას ბევრი დრო დასჭირდა. ახლა ამოიყვანეს, ყველას ეგონა, შიგნით იქნებოდნენ, მაგრამ არა,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ისინი ერთი სკოლის მოსწავლეები, ნათესავები არიან.

დღის ამბები