18 მაისი 2024,   12:16
ვრცლად
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვი დაბომბეს - დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვი დაბომბეს, გაჩენილი ხანძარის შედეგად, დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი.

გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელიც შვეიცარიაში ივნისში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტზე საუბრობს.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ შეხვედრაზე სამ საკითხს დააყენებს, მათ შორისაა, ტყვეების გაცვლა. კიევი მზადაა ყველა ტყვე გაცვალოს და ამისთვის ომის დასრულებას არ დაელოდება. საკითხებს შორისაა, ატომური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თავისუფალი საზღვაო ვაჭრობა.

უკრაინამ ამერიკული დახმარების პირველი პარტია უკვე მიიღო. საუბარია ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებაზე.

პარალელურად, ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ოკუპირებულ ლუგანსკში უკრაინელების გენოციდზე საუბრობს. წერს, რომ რუსული ადმინისტრაცია სამშობიაროებში მშობლებს ემუქრება, თუ ისინი რუსულ პასპორტს არ აიღებენ, მათ ახალშობილებს ჩამოართმევენ, რაც შესაბამისი კონვენციის კლასიფიკაციით, გენოციდია.

დღის ამბები