22 ივლისი 2024,   18:59
ვრცლად
სტიქია თიანეთში - უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყდა

სტიქია თიანეთში - უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია. რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, 10 ადმინისტრაციულ ერთეულში, წყალმა დააზიანა შიდა საუბნო გზები, ხიდები, ელექტრო გადამცემი ხაზები.

დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. გადამცემი ხაზების დაზიანების გამო, რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს.

დღის ამბები