17 აგვისტო 2026,   15:14
ვრცლად
დონალდ ტრამპი საუდის არაბეთს, თურქეთსა და პაკისტანს შორის ხელმოწერილ თავდაცვის შეთანხმებას მიესალმება

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთს, თურქეთსა და პაკისტანს შორის ახლად ხელმოწერილ თავდაცვის შეთანხმებას მიესალმა და თქვა, რომ ეს შეთანხმება "აჩვენებს, თუ როგორ ერთიანდებიან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები", - ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

"ძალიან მიხარია, რომ საუდის არაბეთმა, თურქეთმა და პაკისტანმა ცოტა ხნის წინ, როგორც იქნა მოაწერეს ხელი მექას ორმხრივი თავდაცვის შეთანხმებას", - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ეს ქვეყნებს საშუალებას მისცემს "უფრო ეფექტურად დაიცვან თავი".

"ეს დიდი, თამამი და მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია!" - დაწერა ტრამპმა.

ცნობისთვის, ამ თვის დასაწყისში, საუდის არაბეთმა, თურქეთმა და პაკისტანმა ხელი მოაწერეს "მექას ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებას", რომლის თანახმადაც, ხელმომწერებმა განაცხადეს, რომ ერთ ქვეყანაზე თავდასხმას სამივე ქვეყანაზე თავდასხმად მიიჩნევენ.

დღის ამბები