"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ადიგენისა და ნინოწმინდის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.
ბორჯომში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლრსობის წევრები ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი.
"ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ბორჯომში. შევხვდით სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პარტიის აქტივს. ვისაუბრეთ საარჩევნო და მიმდინარე საკითხებზე, შევეხეთ მოვლენებს, რომელიც ვითარდება ქვეყანაში და რეგიონში. ჩვენი მთავარი მესიჯია - პარტია კარგად უნდა იყოს მომზადებული არჩვენების დღისთვის, რომ ძლიერად გავიმარჯვოთ. მინდა ჩვენს მოსახლეობას, მივმართო, თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას დღეს შესწევს უნარი და ძალა იმისა, რომ შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და უზრუნველყოს განვითარება, მათ შორის, ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ეს არის ერთადერთი უალტერნატივო ძალა "ქართული ოცნება". სხვა ალტერნატივა არ არსებობს. სხვა ალტერნატივა, ეს არის ნგრევა, ომი და ქაოსი და უბედურება, რომელიც უკავშირდება „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტებს" - განააცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. სამცხე-ჯავახეთის გარდა, შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.