14 აგვისტო 2026,   13:29
ვრცლად
ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს, მეტრომ მგზავრთა მომსახურება შეაჩერა, რაც მიზანმიმართული სიცრუეა - თბილისის სატრანსპორტო კომპანია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, "სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს, თბილისის მეტრომ მგზავრთა მომსახურება შეაჩერა." მათივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

თბილისის მეტრო მუშაობას და მგზავრების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები