15 აგვისტო 2026,   02:32
ვრცლად
ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში დმანისის თეატრის დასმა სპექტაკლი "ხალდე" წარმოადგინა

ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში დმანისის თეატრის დასმა სპექტაკლი "ხალდე" წარმოადგინა.

სპექტაკლი თანამედროვეობის პერსპექტივიდან წარმოაჩენს თავისუფლებისთვის ბრძოლის სამაგალითო ამბავს; ის ხალდეს აჯანყებას ეძღვნება და ერთი სვანური სოფლის ისტორიას მოგვითხრობს. წარმოდგენას ახალგაზრდები და უფროსი თაობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პარალელურად, სამეგრელოში გრძელდება ახალგაზრდების შეხვედრები კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.
დღეს ზუგდიდში ჩხოროწყუელ ახალგაზრდებს დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მსახიობებთან ერთად შეხვდება.
გიორგი სიხარულიძე თეატრის მნიშვნელობაზე ისაუბრებს და ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხებს.

რეგიონული შეხვედრების ინიციატორია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია და პარლამენტის კულტურის კომიტეტი, პროექტის მხარდამჭერი კი - კულტურის სამინისტროა.

დღის ამბები