ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩების კვეთაზე, აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმელებს შორის რამდენიმე წუთის წინ მორიგი დაპირისპირება იყო.
სპეცრაზმელებმა რამდენიმე აქციის მონაწილე ტერიტორიას განარიდეს.
ცნობისთვის, "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან გუშინ, ღამის 10 საათზე შეიკრიბნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აქციაზე დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.