14 აგვისტო 2026,   12:43
ვრცლად
კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ახალი თეატრალური სივრცე "თოჯინების სახლი" გაიხსნა

კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ახალი თეატრალური სივრცე - "თოჯინების სახლი" გაიხსნა.

კერძო თეატრი, ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, ყოფილი ფირსაცავის განახლებულ შენობაში დაფუძნდა.

სივრცე ნიკა საბაშვილის სპექტაკლით - "რეჟისორის ცოლით" გაიხსნა, რომელიც ცნობილი ქართველი რეჟისორის, სანდრო ახმეტელის მეუღლის, თამარ წულუკიძის ტრაგიკულ ისტორიას ასახავს.

ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანიც დაესწრო.

დღის ამბები