04 დეკემბერი 2024,   12:45
ვრცლად
პოლიციის ყველა დანაყოფმა პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა - მათ პირველი გიმნაზიის და ქაშუეთის ეკლესიამდე ტერიტორია სრულად დაიკავეს

პოლიციის ყველა დანაყოფმა პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა - მათ პირველი გიმნაზიის და ქაშუეთის ეკლესიის ტერიტორიამდე სრულად დაიკავეს.

პროტესტის მონაწილეებს მიმართეს ორგანიზატორებმა, მოუწოდეს, გააკეთონ ჯაჭვი და დაიკავონ პოზიცია.

იყო მცდელობა აქციის მონაწილეების მიერ, აღემართად ბარიკადები - რამდენიმე მაგიდა იყო სცენასთან განთავსებული, თუმცა როდესაც პოლიციის დანაყოფები სხვადასხვა მიმართულებიდან ჩიტაძისა და  ჭიჭინაძის ნქუჩიდან, ასევე თავისუფლების მოედნიდან წამოვიდნენ, ამან არ იმოქმედა.

პოლიტიკოსები აქციის მონაწილეებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, აქტივისტები ერთმანეთს ამხნევენ სკანდირებით, აძლევენ ერთმანეთს მითითებებს. თითქმის ყველას აქვს სათვალე და აირწინაღი მობილიზებული. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის ან წყლის ჭავლის გამოყენება არ დაფიქსირებულა.

 

დღის ამბები