აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფის გეგმები, რომლებიც "ქართული ოცნების" ოფისისკენ მსვლელობას გეგმავდნენ, შეიცვალა. იუსტიციის სახლთან მყოფი დემონსტრანტები ამ წუთებში მსვლელობას ისევ რუსთაველის გამზირისკენ გეგმავენ და იქ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
იუსტიციის სახლთან ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი რჩება ამ დროისთვის გმირთა მოედანზეც.
აქცია თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე გრძელდება. ორგანიზატორები აქციის გაგრძელების კონკრეტულ გეგმებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. უცნობია აპირებენ თუ არა ისინი დღეს რომელიმე ლოკაციაზე ღამის გათევას.