22 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
სამწუხაროდ, ბატონმა როთმა, ამ განცხადებით, შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებლურ ეკლესიას, ქართველ ხალხს - გურამ მაჭარაშვილი

თბილისში, "უცხოური გავლენების გამჭვირვალეობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ხუთი ქვეყნის წარმომადგენლების მისვლა, რომლებმაც დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს, პოლიტიკური განხილვის თემაა გახდა. საუბარია ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ფინეთის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებზე. მათ აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ისინი ოპოზიციის თანამოაზრეები არიან და ხელისუფლებამ, რომელმაც მათთან შეხვედრა არ მოისურვა, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან, მათი თქმით, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან მეგობრული გზავნილები არ ისმის.

"ვიცით, ევროპა რას ნიშნავს და ნამდვილი ევროპა არსებობს, მაგრამ არსებობენ უცხოური ძალები, რომლებიც ებრძვიან ქვეყანას. სამწუხაროდ, ბატონმა როთმა, ამ განცხადებით, შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებლურ ეკლესიას, ქართველ ხალხს - ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის მართლმადიდებელი და მართლმადიდებლურ ეკლესიაში დადის. წარმოგიდგენიათ ასეთი თავხედობა, რომ ქართველ ხალხს ეუბნება - მართლმადიდებლობა არ არის ნათელი და დასცინის მართლმადიდებლობას და ეს ადამიანი ჩამოდის აქ, საქართველოში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ამ ადამიანების მიზანი საქართველოსთვის ზიანის მიყენებაა.

"კუბილიუსს, ფოტიგების გაგრძელებაა ეს როტი და ჟიგიმანტასი, ვინც არის. ჩვენ ვიცით ამათი ხელწერა. ხელმოცარულები, რომელთაც ერთადერთი ამოცანა აქვთ, რომ ლობისტური კომპანიების დახმარებით, რამენაირად, ჩვენი ქვეყანაზე გაილაშქრონ და აამონ დამფინანსებელს -"ნაციონალურ მოძრაობას". მათი პოზიციები ცნობილია, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან მოყოლებული, ბუნებრივია, ზნეს ვერ შეაცვლევინებ, ჟიგიმანტასი რაც არის, ის იქნება მთელი ცხოვრება", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა "ქართული ოცნების" ამომრჩევლები "ქართული კოშმარის ამომრჩევლებად" მოიხსენია, რასაც მმართველი პარტიის მხარდამჭერებისა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

დღის ამბები