25 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
"არ მაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს" - "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი მაია კოპალეიშვილი

პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდება, ერთად განიხილება, თუმცა მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ მათი წარმოებაში მიღება უნდა დაადასტუროს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, არ მოხდება სარჩელების დაჩქარებული წესით განხილვა, რადგან პროცესი ისედაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან პოლიტიკოსები.

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, მაია კოპალეიშვილის განცხადებით, ის არ არის დარწმუნებული, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მათ ყველა შიდა ეროვნული მექანიზმი ამოწურონ.

"საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტური და სამართლიანი განხილვის შედეგად უნდა მივიდეს არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობამდე. რაც შეეხება ჩემს მოლოდინ, რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ ამოვწუროთ ყველა შიდა ეროვნული მექანიზმები, და სამართლებრივ მექანიზმებს მივმართოთ", - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

დღის ამბები