27 ივლისი 2024,   03:48
ვრცლად
VIDEO: სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს - დაჭრილი რობერტ ფიცო კლინიკაში გადაიყვანეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ესროლეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას სლოვაკეთის ერთ-ერთი ტელეკომპანია ავრცელებს.

შემთხვევა ქალაქ ჰანდლოვაში იმ დროს მოხდა, როდესაც კულტურის სახლის წინ, პრემიერ- მინისტრი მხარდამჭერებს ხვდებოდა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქუჩაში 4 გასროლის ხმა იყო, ერთ-ერთი კი პრემიერს მოხვდა. რობერტ ფიცო მუცლის არეშია დაჭრილი. ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა.   

დღის ამბები