15 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
საქართველოს საბანკო-საფინანსო სისტემის სიმყარეს სამმაგი დაცვის "სარქველი" უზრუნველყოფს - სოსო არჩვაძე

საქართველოს საბანკო-საფინანსო სისტემის სიმყარეს სამმაგი დაცვის "სარქველი" უზრუნველყოფს: ა) ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი და ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, მათ შორის მზარდი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო, ეკონომიკური როლი; ბ) ეროვნული ბანკის უპრეცენდენტოდ მაღალი რეზერვები; გ) კომერციული ბანკების ასევე ისტორიულად დიდი ლიკვიდური აქტივები. მოკლევადიანი რყევებისა და შოკებისგან კი არცერთი ქვეყნის საბანკო სექტორი და სავალუტო ბაზარი არაა დაზღვეული, მათ შორის საქართველოში, - ამის შესახებ ეკონომისტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს

 

"უნდა დავინახოთ, რომ ეს შოკები მოკლევადიანი ეფექტის მქონე იყო, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ბლუმბერგის პლატფორმაზე ლარის კურსმა დაცემის შემდეგ ისევ გამყარება დაიწყო - გუშინდელი 2.84-დან დღევანდელ 2.77-მდე. ახლა მთავარია, სიმშვიდე და აღმშენებლობითი რეჟიმის შენარჩუნება. რომ იტყვიან, ისე ნამდვილად არ წვიმს, როგორც ქუხს,"- წერს არჩვაძე. 

დღის ამბები