08 სექტემბერი 2024,   03:34
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები ქაშუეთის ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პარაკლისს დაესწრებიან

პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები ქაშუეთის ეკლესიაში ოჯახის სიწმინიდს დღესთან დაკავშირებით სამადლობელ პარაკლისს დაესწრებიან. 

შალვა პაპუაშვილი იქ შვილთან ერთად, კახა კალაძე და მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფებიან.

ქაშუეთში პარაკლისი პატრიარქის მიმართვით დაიწყო. ტაძრის ეზოში შეკრებილები არიან მოქალაქეები. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი, სადაც შეკრებილია მრევლი. მას შემდეგ, რაც ქაშუეთში პარაკლისი დასრულდება, სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა უნდა დაიწყის. 

თბილისსა და რეგიონებში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობები იმართება.

 

 

დღის ამბები