15 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული ინტერესებით, არ შექმნან ნეგატიური მოლოდინები და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია - მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სასტუმროების ჯავშნები უქმდება.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველამ შეიკავოს თავი ტურიზმის სექტორის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისგან. რათა არ შეიქმნას ნეგატიური მოლოდინები, რადგან ეს მისი თქმით, ზიანს მიაყენებს როგორც დარგს და ქვეყნის ეკონომიკას, ასევე ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს.

"მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებულად დაიწყო ტურიზმის ინდუსტრიისთვის. მისი თქმით, პირველ კვარტალში ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა 1,3 მლნ-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს, რამაც განაპირობა ის, რომ კვარტლის ჭრილში საქართველომ მიიღო რეკორდული შემოსავალი - 800 მლნ ამერიკულ დოლარზე მეტი.

თითოეულ ჩვენგანს კერძო სექტორთან ერთად გვექნება შესაძლებლობა, ღირსეულად წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის შესაძლებლობები. ყოველივე ეს ქმნის პოზიტიურ მოლოდინებს, რომ ტურიზმის შედეგები იქნება კიდევ უფრო მეტად რეკორდული, ვუმასპინძლებთ უფრო მეტ საერთაშორისო მოგზაურს, შემოვიყვანთ ახალ ავიაკომპანიებს, იქნება მეტი პირდაპირი ფრენა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამიზნე ქვეყნებთან და აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული ინტერესებით, არ შექმნან ნეგატიური მოლოდინები და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია. პირველ რიგში ეს აზიანებს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი ტურიზმის ინდუსტრიაში და რა თქმა უნდა, აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას,"- აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

დღის ამბები