27 ივლისი 2024,   03:59
ვრცლად
გიორგი გამსახურდია: გარდაიცვალა ჩემი უფროსი და უახლოესი ძმაკაცი ავთო ჯორბენაძე

გარდაიცვალა ჩემი უფროსი და უახლოესი ძმაკაცი, ავთო ჯორბენაძე. ასევე ჩემი ძმაკაცების მამა. სიკეთის, ადამიანობისა და ყველაფერი პოზიტიურის განსახიერება. უზადო პროფესიონალი, პატრიოტი და თხემით ტერფამდე ქართველი, - წერს გიორგი გამსახურდია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

გამსახურდია, ჯორბენაძესთან ერთად, დაახლოებით 22 წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

"გარდა მეგობრული და ოჯახური ურთიერთობისა, მქონდა სამსახურებრივი გადაკვეთის წერტილები, სადაც ყოველთვის რაიმე ახალს ვსწავლობდი მისგან და უფრო ვრწმუნდებოდი ყოველივე ჩემ მიერ თქმულსა თუ ნაფიქრში მასზე. ხსოვნა იყოს შენი, ჩემო ქრისტეფოროვიჩ, დანარჩენს აქ ვართ და მივხედავთ", - წერს გიორგი გამსახურდია.

ავთანდილ ჯორბენაძე 73 წლისა გარდაიცვალა. ის1951 წელს დაიბადა. დამთავრებული ჰქონდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. იყო ათობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ოთხმოცდაათიან წლებამდე, ანუ მანამდე, ვიდრე მის კარიერაში მნიშვნელოვანი აღმასვლა დაიწყებოდა, მუშაობდა ექიმად. იყო პირველი რესპუბლიკური საავადმყოფოს პარტიული ბიუროს მდივანიც. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობას. ავთანდილ ჯორბენაძე წლების განმავლობაში იყო ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, მოგვიანებით შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი გახდა.

დღის ამბები