08 სექტემბერი 2024,   03:56
ვრცლად
რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას განაგრძობს - ომის 815-ე დღეს, ხარკოვის ოლქში 101 საბრძოლო შეტაკება მოხდა

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას განაგრძობს. ომის 815-ე დღეს, ხარკოვის ოლქში 101 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტმა ომში მყოფი ქვეყნის მიმართულებით შეტევა 452 დრონით, 15 რაკეტით და 70 საავიაციო ჭურვით განახორციელა. შედეგად ხარკოვის ოლქში დაიღუპა ორი ადამიანი, 28 კი დაშავდა.

ამ ფონზე, უკრაინის თავდაცვის ძალები ხარკოვის ოლქში სახმელეთო ოპერაციას ატარებენ და რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებში ინიციატივის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. მედიის ინფორმაციით, კიევი თეთრ სახლს ნებართვას სთხოვს, ამერიკული იარაღით რუსულ სტრატეგიულ ობიექტებზე შეტევა განახორციელოს.

შეთანხმების მიხედვით, უკრაინა ამერიკულ იარაღს რუსეთზე იერიშებისთვის ვერ იყენებს, რაც, ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას აზიანებს.

დღის ამბები