15 აგვისტო 2026,   04:58
ვრცლად
ხელოვნების მუზეუმის განახლებული შენობა ლევან ლაღიძის მასშტაბური გამოფენით გაიხსნა

ხელოვნების მუზეუმის განახლებული შენობა ლევან ლაღიძის მასშტაბური გამოფენით გაიხსნა. მუზეუმის მეორე კორპუსის რეაბილიტაცია, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და ინიციატივით, 2021 წელს დაიწყო და წელს დასრულდა.

სრულად განახლდა 6 ათასი კვ.მ ფართობის სივრცე, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამუშაო, საკონფერენციო, საგამოფენო დარბაზები და ფონდსაცავები მოეწყო.

შენობის განახლებულ საგამოფენო სივრცეში ლევან ლაღიძის მასშტაბური რეტროსპექტული გამოფენა - "ფერწერა" გაიხსნა. ექსპოზიცია შენობის ორ სართულზე მოეწყო და მხატვრის 100-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს, რომელთა მესაკუთრეები თავად ავტორი და 50-მდე კერძო კოლექციონერია.

დღის ამბები