27 ივლისი 2024,   04:34
ვრცლად
"შოა"- მესხეთის თეატრში პრემიერა გაიმართება

20 მაისს, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერას გამართავს. “შოა” ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის რეჟისორი, გიორგი კაშიაა.

სპექტაკლი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკზე გვიყვება, თუ რა პირობებში უწევდათ ადამიანებს ბრძოლა სიცოცხლისთვის. 6 მილიონი ებრაელის სიცოცხლე იმსხვერპლა მეორე მსოფლიო ომის დროს გაღვივებულმა ანტისემიტიზმმა. შოა, მიჩნეულია, როგორც ყველაზე ტრაგიკული მოვლენა სამყაროში.

წარმოდგენაში 6 მსახიობი მონაწილეობს. მხატვარი ანანო დოლიძეა.

პრემიერა, თეატრის შენობის რეაბილიტაციის გამო, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება. წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები