08 სექტემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილები ვერ იპოვეს - CNN

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილას მაშველებმა გადარჩენილებს ვერ მიაგნეს - 13 საათზე მეტი უწყვეტი ძიების შემდეგ სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა იმ ტერიტორიას მიაგნეს, სადაც ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა. ინფორმაციას ირანულ მედიაზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

გარდა ამისა, სააგენტო Reuters იუწყება, რომ ირანის ოფიციალური პირის თქმით, მაშველებს ვერტმფრენი მთლიანად დამწვარი და ყველა მგზავრი დაღუპული დახვდათ. კონკრეტულად რა ადგილას იპოვეს მაშველებმა ვერტმფრენი, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, დელეგაციასთან, მათ შორის, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, გუშინ ბაქოში იმყოფებოდა. მისი ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც საერთო ჯამში 9 ადამიანი იყო, მაშინ ჩამოვარდა, როცა აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. მის პოვნას 70-ზე მეტი სამაშველო ჯგუფი ირანის აღმოსავლეთ მდებარე აზერბაიჯანის პროვინციის სოფელ ტავილთან გუშინ საღამოს დაახლოებით 18:00 საათიდან ცდილობდნენ.

 

დღის ამბები