08 სექტემბერი 2024,   03:55
ვრცლად
გადატრიალების მცდელობა კონგოში - მოკლულია ამბოხების ლიდერი, დაკავებულია 50 ადამიანი

გადატრიალების მცდელობა კონგოში - მოკლულია ამბოხის ლიდერი აშშ-ში მცხოვრები, კონგოელი პოლიტიკოსი კრისტიან მალაგა, დაკავებულია 50 ადამიანი - მათ შორის, აშშ-ის სამი მოქალაქე.

სააგენტო "როიტერსის" ინფორმაციით, გამთენიისას შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ პრეზიდენტის შენობას, შემდეგი თავდასხმა კი პარლამენტის წევრის სახლთან მოხდა.

დაღუპულია პარლამენტარის დაცვის ორი წევრი და ერთი თავდამსხმელი. მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა კრისტიან მალაგას 7 წლის წინაც ჰქონდა. დაკავებულთა შორის არის მალაგას ვაჟიც.

 

დღის ამბები