27 ივლისი 2024,   04:57
ვრცლად
ხარკოვის ოლქში გლოვის დღეა - რუსეთის საჰაერო თავდასხმას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხარკოვის ოლქში გლოვის დღეა - რუსეთის საჰაერო თავდასხმას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 28 საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

ხარკოვის ოთხ დასახლებულ პუნქტში, ოკუპანტი უკრაინის ძალების თავდაცვის ხაზის გარღვევას ცდილობს. რეგიონში შეტაკებები მიმდინარეობს. ძალების მობილიზაციის შემდეგ, უკრაინელებმა ქალაქ ვოვჩანსკის უდიდეს ნაწილზე კონტროლი აღადგინეს.

საჰაერო თავდასხმების პარალელურად, უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ კუპიანსკის, ლიმანის, სევერსკის, კრამატორსკის, პოკროვსკისა და კურახოვის მიმართულებებზე სიტუაცია მწვავეა, თუმცა კონტროლს ექვემდებარება. ამ პოზიციას რუსი ოპოზიციონერი მიხაილ ხადარკოვსკი არ იზიარებს და, ეკონომიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს.

ამერიკა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას შეუჩერებლად გეგმავს, - ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა განაცხადა. აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს ფრონტზე სიტუაციას შეცვლის. შტატებმა, უკრაინისთვის 61-მილიარდიანი დახმარების პაკეტის ფარგლებში, იარაღის მიწოდებს უკვე დაიწყო. "რამშტაინი"-ს ფორმატში სახელმწიფოებმა უკრაინისთვის "ჰაიმარსის" სისტემებისთვის აუცილებელი შეიარაღების გადაცემაზე შეთანხმდნენ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 409 საბრძოლო დრონი და ხუთი რაკეტა გაუშვა. აგრესორი სასაზღვრო ზონაში ბუფერული ზონის შექმნას გეგმავს, რისთვისაც ე.წ. ""გადამწვარი მიწის"" ტაქტიკას იყენებს, ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას.

დღის ამბები