27 ივლისი 2024,   04:14
ვრცლად
თბილისში სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა დღესაც იმართება

თბილისში სტუდენტების ნაწილი, "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგოდ საპროტესტო მსვლელობას დღესაც მართავს. ისინი დილით რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ, საიდანაც ჯერ სამხატვრო აკადემიასთან, შემდეგ კი კონსერვატორიასთან გადაინაცვლეს.

ახლა მსვლელობით თეატრალური უნივერსიტეტისკენ მიდიან. ბოლო გაჩერება კულტურის სამინისტრო იქნება.

სტუდენტები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს" აპროტესტებენ და ხელისუფლებას მის უკან გაწვევას სთხოვენ.

დღის ამბები