27 ივლისი 2024,   04:04
ვრცლად
ლონდონი-სინგაპურის რეისზე, ძლიერი ტურბულენტობის გამო, ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა

ლონდონი-სინგაპურის რეისზე, ძლიერი ტურბულენტობის ზონაში, ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა - ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბორტზე 211 მგზავრი და ეკიპაჟის 18 წევრი იმყოფებოდა.

სინგაპურში მიმავალი თვითმფრინავი ბანგ-კოკში გადამისამართდა და ავარიულად დაეშვა. ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ ტაილანდის ხელისუფლებასთან მუშაობს, რათა დაშავებულ მგზავრებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიონ.

 

დღის ამბები