27 ივლისი 2024,   04:55
ვრცლად
2021 წელს კანონის გამკაცრების შემდეგ, ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეებში "შემთხვევით ბრალდებულებზე" გერმანია სასჯელს ამსუბუქებს

გერმანიის პარლამენტი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეებში "შემთხვევით ბრალდებულებზე" სასჯელს ამსუბუქებს.

2021 წელს კანონის გამკაცრების შემდეგ, მსგავსი ტიპის დანაშაულისთვის სასჯელი 1-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა მთავრობა მივიდა დასკვნამდე, რომ მათ მიმართ, ვინც უნებლიედ აღმოჩნდა დანაშაულში ჩართული, სასჯელი უნდა შემსუბუქდეს და ჩაითვალოს, როგორც გადაცდომა.

Reduxx-ის თანახმად, "კანონპროექტის მიზანია მშობლებისა და მასწავლებლების მოსაზრებების გათვალისწინება, რომლებიც ჩამოტვირთავენ ბავშვთა პორნოგრაფიას პოლიციის გაფრთხილების მიზნით. იგივე მოსაზრებები ვრცელდება არასრულწლოვან დამნაშავეებზეც, რომლებიც მოქმედებენ არა იმისთვის, რომ სექსუალურად აღიგზნენ ბავშვთა პორნოგრაფიის შინაარსით, არამედ მოზარდის განვითარების სტადიისთვის დამახასიათებელი მისწრაფების გამო, როგორიცაა გულუბრყვილობა, ცნობისმოყვარეობა, თავგადასავლების წყურვილი ან შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი.

დღის ამბები