ბაქოში გამოფენა "კასპიან აგრო 2024-ში" ქართულმა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა. სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე დამთვალიერებელს 8 ქართულმა კომპანიამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.
ამ ექსპოზიციას, ყოველწლიურად, 15 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 25-მა ქვეყანამ და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედმა 500-მდე კომპანიამ.