27 ივლისი 2024,   03:28
ვრცლად
საქართველოს ბანკის ქუთაისის ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა იყო - ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შევიდა და თანხას ითხოვდა

ქუთაისში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში, ყაჩაღობის მცდელობა იყო. არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შევიდა და თანხას ითხოვდა. შემთხვევა სამუშაო საათებში მოხდა. მან თანხის წაღება ვერ შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მამაკაცი ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფილიალში მუშაობა შეჩერებულია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით.

დღის ამბები