27 ივლისი 2024,   04:24
ვრცლად
მექსიკაში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სცენის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში ნუევო-ლეონის შტატში სცენის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 60 მოქალაქე.

შემთხვევა წინასაარჩევნო მიტინგზე მოხდა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი ხორხე ალვარეს მაინესი სიტყვით გამოდიოდა.

მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი სამაშველო სამსახური მოსახლეობას მოუწოდებდა ძლიერი ქარის გამო მიტინგში მონაწილეობა არ მიეღო, მიუხედავად ამისა ღონისძიება არ გააუქმეს. დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები