27 ივლისი 2024,   03:31
ვრცლად
ამოცანები ჩვენი დანაყოფებისთვის და თავდაცვის ძალებისთვისაც უცვლელია, რაც შეიძლება მეტი დანაკარგი უნდა მივაყენოთ ოკუპანტს - ზელენსკი

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. იერიშები იყო ხერსონში, შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. 30-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 10 სასაზღვრო დასახლება - არიან დაშავებულები. იერიშები იყო ზაპოროჟიეს მიმართულებითაც. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მსხვერპლი მოყვა დონეცკის დაბომბვას, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.  

ამასთან, ტრადიციულ მიმართვას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

"მთავარი ბრძოლების მიმართულებები არ შეცვლილა. ეს არის უპირველესად პოკროვსკი და დონეცკის მიმართულებები. მაქსიმალური ყურადღება ექცევა მთელ საზღვარს და არა მხოლოდ ხარკოვსა და სუმს. ამოცანები ჩვენი დანაყოფებისთვის და თავდაცვის ძალებისთვისაც უცვლელია. რაც შეიძლება მეტი დანაკარგი უნდა მივაყენოთ ოკუპანტს. მადლობას ვუხდი თითოეულ მებრძოლს, თითოეულ ჯარისკაცსა და მეთაურს," - განაცხადა ზელენსკიმ.

 

დღის ამბები