18 ივნისი 2024,   06:48
ვრცლად
26 მაისს თბილისის მერია რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს

თბილისის მერია, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუმრებს აქ 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, სხვადასხვა სივრცე და თემატური აქტივობები დახვდებათ.

"რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, არჩილ ჯორჯაძისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩების მიმდებარედ გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, კულინარიული მასტერკლასები, სომელიეს მასტერკლასი ტრადიციული ღვინის სახეობებისა და კერძების თანხვედრის შესახებ, ასევე ელექტრონული მუსიკის ლაივ-შოუები.

მაყურებლის წინაშე 11:00-დან 22:00 საათამდე წარდგებიან DJ DONA, DJ KASHIA , DJ JASHKI, DJ JUKA, DJ ALEX და DJ GREKOFF.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სცენაზე 13:00-დან 16:30 საათამდე გაიმართება შეფების - თემო კარდენახიშვილის, სოსო ჯაბანაშვილის, ლუკა თოდუას და თორღვა გოგოჭურის, ასევე კონდიტერ თამუნა წიკლაურის კულინარიული მასტერკლასები.

17:00-დან 17:40 საათამდე გაიმართება სომელიეს მასტერკლასი - "ქართული ღვინის ისტორია და ტრადიციები", რომელსაც სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი და 2018 წლის საუკეთესო სომელიე თამაზ თამაზაშვილი გაუძღვებიან", - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები