13 ივნისი 2024,   23:46
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, ივაჭროს სუვერენიტეტის თემით, რაც ნიშნავს, რომ ვერც დაგეგმილი და ვერც დაუგეგმავი შანტაჟის მცდელობა ვერ აიძულებს საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმას - ლევან ნიკოლეიშვილი

"აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა, რეალურად, მუქარის პოლიტიკა გააჟღერა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორი ჰქვია, რომლის სამხედროები, ამერიკელების მხარდამხარ, ერაყსა თუ ავღანეთში მხარდამხარ იბრძოდნენ, იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ფაქტობრივად, ერთადერთია სამხრეთ კავკასიაში თავის პროდასავლური ორიენტაციითა და ევროატლანტიკური ღირებულებებით.“ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების შესახებ.

ექსპერტის თქმით, სანქციებით და სავიზო შეზღუდვებით მუქარა, ძალიან კომიკურთან ერთად, დიდი უსამართლობის გამოვლინებაცაა, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს გამჭვირვალობის კანონის გამო დაუწესო სანქციები, ლოგიკაში არ ჯდება.

"აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა, რეალურად, მუქარის პოლიტიკა გააჟღერა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორი ჰქვია, რომლის სამხედროები, ამერიკელების მხარდამხარ, ერაყსა თუ ავღანეთში მხარდამხარ იბრძოდნენ, იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ფაქტობრივად, ერთადერთია სამხრეთ კავკასიაში თავის პროდასავლური ორიენტაციითა და ევროატლანტიკური ღირებულებებით. რაშია საქმე, ე.ი. ჩვენ არ გვაქვს უფლება მივიღოთ ის კანონი, რომელიც მიგვაჩნია, რომ ჩვენი სუვერენიტეტისა და სტაბილურობისთვის იქნება გამოსადეგი, უკაცრავად და, ჩვენზე გაცილებით მკაცრი კანონები აშშ-ის გარდა ევროპულ სახელმწიფოებსაც ხომ აქვთ? ამის გამო ერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ემუქრება მეორე ქვეყნის კანონმდებელს სანქციებით? სად არის დასაბუთება, რომ ეს კანონი ან საზიანოა ან რუსულია? მხოლოდ რადიკალური ჯგუფების ინფორმაციაზე დაყრდნობით მივიდა სახელმწიფო მდივანი ასეთ დასკვნამდე? საინტერესოა, რას მოიტანს ასეთი მუქარები ორმხრივ ურთიერთობებში: საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, ივაჭროს სუვერენიტეტის თემით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერანაირი, ვერც დაგეგმილი და ვერც დაუგეგმავი შანტაჟის მცდელობა ვერ აიძულებს საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმას. სანქციებით და სავიზო შეზღუდვებით მუქარა ძალიან კომიკურთან ერთად დიდი უსამართლობის გამოვლინებაცაა, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს გამჭვირვალობის კანონის გამო დაუწესო სანქციები ლოგიკაშიც კი არ ჯდება. ბოლოს, ერთი შეკითხვაც მიჩნდება: არ იმუშავა სანქციებმა... შემდეგი რა იქნება? დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა თუ საომარი მოქმედებების დაწყება? სამწუხარო კი ისევ ისაა, რომ, ამდენი ხნის ურთიერთობების მიუხედავად, ზოგიერთ ამერიკელს ჯერ კიდევ ვერც გაუცნია საქართველო და ვერც - მისი ხალხის ხასიათი.“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

დღის ამბები