16 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
გარი კასპაროვი: ჩრდილოეთ კორეა უფრო მეტ ჭურვებს აწვდის რუსეთს, ვიდრე გერმანია უკრაინას, ეს რას ნიშნავს, გარდა სურვილის არ ქონისა მშიშარა დასავლეთის ხელმძღვანელობის მიერ შეასრულონ ისტორიული მისია - დაეხმარონ უკრაინას, გაუძლოს მაინც, თუ არ გაიმარჯვებს

"ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ჩაბარებას თავდასხმამდე აპირებდა. იარაღს კი არ აძლევდნენ, სთავაზობდნენ თვითმფრინავს გასაქცევად. ანუ უკრაინას ჩააბარებდნენ, რომ არა უკრაინელების გმირობა, რომლებმაც დაიცვეს კიევი, ახლა იქნებოდა მოლაპარაკებები პუტინთან", - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გარი კასპაროვმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთი უკრაინას არ აწვდის შესაბამისი რაოდენობის იარაღს და ეს მიანიშნებს მშიშარა დასავლეთის ხელმძღვანელობის მიერ სურვილის არ ქონაზე, შეასრულონ ისტორიული მისია და დაეხმარონ უკრაინას.

"ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ჩაბარებას თავდასხმამდე აპირებდა. იარაღს კი არ აძლევდნენ, სთავაზობდნენ თვითმფრინავს გასაქცევად. ანუ უკრაინას ჩააბარებდნენ, რომ არა უკრაინელების გმირობა, რომლებმაც დაიცვეს კიევი, ახლა იქნებოდა მოლაპარაკებები პუტინთან. სად არის იარაღი? ქვეყანაში სადაც 12000 ათასი ტანკი დგას რეზერვში, ამერიკაში, 3000 აქტიურ მდგომარეობაში, 12 000 რეზერვში დგას უდაბნოში, არიზონაში და კალიფორნიაში, უკრაინას მიცეს 31 ტანკი და თქვენ მეტყვით, რომ ამათ სერიოზულად უნდათ უკრაინის გამარჯვება? 2,5 წელია სრულფასოვანი ომი მიმდინარეობს და არ არის თვითმფრინავები, ეს რა არის, რამდენი ხანი უნდა გაწვრთნა მფრინავები? უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა? დასავლეთის სამყაროს საშუალება არ აქვს, რომ საარტილერიო ჭურვები მიაწოდოს? ჩრდილოეთ კორეა უფრო მეტ ჭურვებს აწვდის რუსეთს ვიდრე გერმანია უკრაინას, ეს რას ნიშნავს, გარდა სურვილის არ ქონისა მშიშარა დასავლეთის ხელმძღვანელობის მიერ შეასრულონ ისტორიული მისია - დაეხმარონ უკრაინას, გაუძლოს მაინც, თუ არ გაიმარჯვებს", - განაცხადა გარი კასპაროვმა.

დღის ამბები