გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისრაელმა რაფაჰზე იერიში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს.
ასევე, უნდა უზრუნველყოს ღაზის სექტორში საჭირო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ისრაელის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას პროტესტით ეხმაურება, თუმცა დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, თელ-ავივს, შესაძლოა, სანქციები დაუწესდეს.