08 სექტემბერი 2024,   03:19
ვრცლად
ისრაელმა ლტოლვილთა ბანაკს დაარტყა - რაფაჰში 45 ადამიანი დაიღუპა

რაფაჰში 45 ადამიანი დაიღუპა - ისრაელმა ლტოლვილთა ბანაკს დაარტყა. დაშავებულია 200-ზე მეტი მოქალაქე. გერო-ს უშიშროების საბჭო ამ საკითხზე დღეს საგანგებო სხდომას გამართავს.

ნეთანიაჰუ მომხდარს ტრაგიკულ ინციდენტს უწოდებს. ისრაელმა საქმეზე გამოძიებაც დაიწყო.

კატარის დიპლომატიური უწყების განცხადებით, ისრაელის თავდასხმამ შესაძლოა მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები შეაფერხოს.

დაჯგუფება "ჰამასსა" და ისრაელს შორის მოლაპარაკებები დღეს არის დაგეგმილი.

 

დღის ამბები