27 ივლისი 2024,   04:19
ვრცლად
შემაშფოთებელი რჩება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გავრცელებული დაშინების, არაპროპორციული ძალის გამოყენების და სტიგმატიზაციის დაუსჯელობა - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისა და უცხოური გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი წუხილს გამოთქვამს.

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი წერს, რომ არსებულმა ვითარებამ, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოსაც.

"შემაშფოთებელი რჩება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გავრცელებული დაშინების, არაპროპორციული ძალის გამოყენების და სტიგმატიზაციის აშკარა დაუსჯელობა. ეს ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები დასჯილი", - აღნიშნულია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაში.

დღის ამბები