27 ივლისი 2024,   05:02
ვრცლად
პრეზიდენტის მორიგი ვეტო, სავარაუდოდ, დღესვე იქნება დაძლეული - საუბარია "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტზე

პრეზიდენტის მორიგი ვეტო, სავარაუდოდ, დღესვე იქნება დაძლეული. სალომე ზურაბიშვილმა ვეტო "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტს დაადო.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, საგადასახადო შეღავათები წესდება ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე, საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომელიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. მთავრობის ოპონენტების თქმით, ამ კანონის მიღებაც მიზანმიმართულად მოხდა.

ოპოზიციის ნაწილი ვეტოს დაძლევის პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება არ შედის ოპოზიციის ინტერესში.

დღის ამბები