საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გუშინ აუქციონზე 60 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიტანა, საიდანაც 48 700 000 დოლარის ათვისება მოხდა.
ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ ჭარბი მერყეობის შესარბილებლად ეროვნული ბანკი ასეთ დროს სავალუტო აუქციონით ყიდის უცხოურ ვალუტას.
“დღეს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არის ძლიერი, თუმცა ბაზარზე მოკლევადიანი ტიპის მერყეობები შესაძლებელია აჟიოტაჟმა გამოიწვიოს. ასეთ დროს ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციების გზით ყიდის უცხოურ ვალუტას.
დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 60 000 000 აშშ დოლარი გამოვიტანეთ, თუმცა აქედან მხოლოდ 48.7 მილიონის ათვისება მოხდა და ესეც მიუთითებს იმაზე, რომ დღევანდელი გაუფასურება აჟიოტაჟით იყო გამოწვეული,“ - აცხადებს მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსი თამთა სოფრომაძე.