27 ივლისი 2024,   06:43
ვრცლად
თუ საერთაშორისო აქტორების მხრიდან სწორად იქნება "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიზნები აღქმული, ის არ შეუშლის ხელს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში - მაკა ბოჭორიშვილი

საერთაშორისო გამოხმაურებებს აფასებენ თბილისში - მმართველი გუნდის განმარტებით, საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები მოკლებულია არგუმენტებს და მათ მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების სახე აქვთ.

თუ საერთაშორისო აქტორების მხრიდან სწორად იქნება "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიზნები აღქმული, ის არ იმოქმედებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე - აცხადებენ მმართველ გუნდში.

"რეაგირება, რაც ამ კანონპროექტთან და კანონთან დაკავშირებით გვესმის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ძირითადად შემოიფარგლება პოლიტიკური გზავნილებით. მას, რა თქმა უნდა, აკლია ყოველთვის არგუმენტები.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ვიცით, რომ არის საკმაოდ ხანგრძლივი. ამ პროცესს, კანონი გამჭვირვალობის შესახებ, ჩვენ ასე გვჯერა და გვწამს, რომ ვერ შეუშლის ხელს, გამომდინარე იქიდან, რომ თუ სწორად იქნება გაგებული ამ კანონის საფუძველი და მიზნები, აბსოლუტურად არ არის ეს კანონი ის, რაც ზოგიერთებს წარმოუდგენიათ,“ - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ევროპელი დიპლომატები თავიანთი განცხადებებით საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას გამოხატავენ.

დღის ამბები