08 სექტემბერი 2024,   04:19
ვრცლად
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, რუსეთი ზაფხულში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან 10 000 უკრაინელი ბავშვის რუსეთში უკანონოდ გადაყვანას გეგმავს

უკრაინაში რუსეთის ომის 826-ე დღეს, ოკუპანტმა დონეცკის ოლქში ქალაქ ტორეცკში საცხოვრებელი უბნები დაბომბა. მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, რუსეთი ზაფხულში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ათი ათასი უკრაინელი ბავშვის რუსეთში უკანონოდ გადაყვანას გეგმავს. აღნიშნული პრაქტიკა აკრძალულია საერთაშორისო სამართლის მიერ და ომის დანაშაულს წარმოადგენს. სწორედ ამ საქმეზე ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი უკვე გასცა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 ივნისს გასამართ ""მშვიდობის ფორმის"" შესახებ ისაუბრა, ზელენსკი 90 ქვეყნის ლიდერს შვეიცარიაში სამ საკითხზე ესაუბრა: ბირთვული უსაფრთხოება, საკვების მარაგების უზრუნველყოფა და ჰუმანიტარული მიმართულება, რაც თავის მხრივ უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებას გულისხმობს.

დღის ამბები