დღეს, პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ელოდებიან. მიხეილ სარჯველაძე დეპუტატებს მინისტრის საათის ფორმატში ხვდება. ის უწყების ხელმძღვანელის რანგში საკანონმდებლო ორგანოში პირველად წარდგება.
მინისტრი გაწეული მუშაობის შესახებ ერთწლიან ანგარიშს წარადგენს. ასევე, ისაუბრებს სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე. მოხსენების შემდეგ, მიხეილ სარჯველაძე დეპუტატების კითხვებსაც უპასუხებს.