18 აგვისტო 2026,   13:36
ვრცლად
მიხეილ სარჯველაძე ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის თქმით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კუთხით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა - წამლებზე რეფერენტული ფასის განსაზღვრამ და მწარმოებლისგან, ინოვაციური მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვის მექანიზმის ამოქმედებამ, სახელმწიფოს შესაძლებლობა მისცა ულიმიტოდ უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეები სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტებით. მან ასევე აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა არაგადამდები დაავადებების პრევენციაზეც.

ჯანდაცვის მინისტრმა ჟენევაში ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. ის მიხეილ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა, სადაც მხარეებმა 2024-2027 წლების თანამშრომლობის სტრატეგიას მოაწერეს ხელი. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელთან და გლობალური ფონდის წარმომადგენელთანაც.

 

დღის ამბები