08 სექტემბერი 2024,   03:39
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი მოსკოვში - ცეცხლი სამრეწველო საწყობს უკიდია

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში მასშტაბური ხანძარია - ცეცხლი უკიდია სამრეწველო საწყობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი 4000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ჩამოინგრა შენობის შიდა ტიხრები.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო ავიაცია. ცეცხლის ქრობის ოპერაცია შენობის განლაგების გამო გართულდა.

დღის ამბები