08 სექტემბერი 2024,   03:57
ვრცლად
[VIDEO] მექსიკაში მერობის ერთი კანდიდატი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს

მექსიკაში მერობის 2 კანდიდატს თავს დაესხნენ, მათგან ერთი გარდაიცვალა, მეორე კი დაჭრილია. შემთხვევები მორლოსსა და ხალისკოს შტატებში მოხდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია Data Civica-ს ცნობით, შემთხვევები საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებამდე 1 კვირით ადრე მოხდა.

მორლოსის შტატში მომხდარ თავდასხმას ქალაქ კუაუტლას მერობის კანდიდატი, რიკარდო არიზმენდი ემსხვერპლა, ხოლო ხალიკოს შტატში, სროლის შედეგად, Encarnacion de Diaz-ის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ჟილბერტო პალომარი დაიჭრა.

მექსიკის მთავრობის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან, მოკლულია 22 კანდიდატი.

გასულ კვირას, მექსიკის შტატ ჩიაპასში მერობის კანდიდატების წინააღმდეგ ორ თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ორი კანდიდატი სიკვდილს გადაურჩა.

დღის ამბები