29 ივნისი 2024,   12:05
ვრცლად
პუტინი დასავლეთს აფრთხილებს, რომ რუსეთს შეუძლია ბირთვული იარაღი გამოიყენოს, თუკი მის სუვერენიტეტს ან ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება

ომი უკრაინაში - ღამით აფეთქებებს ხმა ისმოდა ქალაქ ზაპორიჟიაში. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ნავთობსაცავზე კი დრონით მორიგი იერიში განხორციელდა. ადგილობრივი გუბერნატორის თქმით, ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. მანამდე კი როსტოვის ოლქში ნავთობპროდუქტების ქარხანაში აფეთქებების სერია დაფიქსირდა. მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა მორიგი თავდასხმის საფრთხის გამო ვერ მოახერხეს.

ამავე დროს ვლადიმერ პუტინი დასავლეთს აფრთხილებს, რომ რუსეთს შეუძლია ბირთვული იარაღი გამოიყენოს, თუკი მის სუვერენიტეტს ან ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება.

დღის ამბები